Friday, March 18, 2016

ფიქრები ტრენინგის შემდეგ

ინტელის ტრენინგის "პროექტებით სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით" გავლა ჩემი  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებლად ჩავთვალე.
ტრენინგის დამთავრებიდან ერთი კვირის თავზე დავრწმუნდი, რომ მე ეს კურსი ნამდვილად უნდა გამევლო.
რა მომცა ტრენინგმა?

  • მასწავლა პროექტებით სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მიმახვედრა შეფასების რუბრიკების შექმნის მექანიზმებს;
  • გამწაფა ციფრული რესურსების შექმნაში;
  • შემაძლებინა სწავლებისას საპრეზენტაციო პროგრამის ეფექტურად გამოყენება;
  • დამანახა საკუთარი შესაძლებლობები;
  • დავადგინე ჩემი პროფესიული საჭიროებები, რასაც გავითვალისწინებ მომავალში სამოქმედო გეგმის შედგენისას.
როგორ გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას?
მე უკვე დავიწყე ამ ცოდნის გამოყენება საკლასო გარემოში :
  • მოსწავლეებთან ერთად შევადგინე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა;
  • დავგეგმე პროექტი მათთან ერთად და შევარჩიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები;
  • მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში;
  • კომპიუტერის გამოყენების დროს ვარ გაცილებით უფრო თამამი, ვიდრე ტრენინგის გავლამდე ვიყავი.
როგორ გამოვიყენე წინა ტრენინგის, "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის" გავლისას მიღებული გამოცდილება?
  • კომპიუტერის  ფლობის საბაზისო უნარები გამომადგა კარგად გამეაზრებინა ახალი მასალა (რისთვისაც  მადლიერი ვარ ბატონ ზურაბ მიქაიასი);
  • არ ვიბნეოდი ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის დროს;
  • მეტ-ნაკლებად ვიგებდი და ვასრულებდი ტრენერის დავალებებს.
რა პრობლემა შემექმნა  ტრენინგის მიმდინარეობის დროს?
  • გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა არ შემქმნია;
  • დავბრკოლდი ბუკლეტის შექმნის დროს.
საბოლოო შეფასება:
  • მეტად საჭირო პროგრამა;
  • საბედნიეროდ, თანამშრომლობის უნარისა და სურვილის მქონე ჯგუფი;
  • წარმატების მთავარი გარანტი - საქმიანი, პროფესიონალი და, რაც მთავარია, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული ტრენერი...
გმადლობთ, ბატონო დათო! უფალმა გაგაძლიეროთ და ჭკვიანი, საქმის ერთგული მსმენელი გიმრავლოთ!

1 comment:

  1. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის! მადლობა თანამშრომლობითვის. მიხარია რომ გაგიცანით, მიხარია რომ სკოლას ჰყავს თქვენისთანა პედაგოგი. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს გაკვეთილს....

    ეს პირველი ბლოგია ჩემს პრაქტიკაში, სადაც ასე რუდუნებითაა ჩამოწერიული თითოეული რეფლექსია

    თქვენ კრედიტქულაზე გაცილებით მეტს იმსახურებთ

    წარმატებებს გისურვებთ ქეთო მასწავლებელო,

    ReplyDelete