Saturday, March 5, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ Drive-ში  პრეზენტაციის ატვირთვისა  და ბლოგზე განთავსების უნარის განვითარებაზე.
ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღე იყო. გავიხსენეთ და შევქმენით საპრეზენტაციო  მასალა. გაიფანტა მეცხრე დღის დავალებებთან (განსაკუთრებით, პრეზენტაციის მომზადება) დაკავშირებული  შიში. ნათქვამია, ეშმაკი არც ისე საშინელია, როგორსაც მას ხატავენო... არც პრეზენტაციის მომზადება ყოფილა გადაულახავი რუბიკონი... თუმცა, ყველაფერი მაინც მე-9 დღეს გაირკვევა...
რა მომცა დღევანდელმა ტრენინგმა?

  • დრაივ-ში მუშაობის გამოცდილება;
  • მოტივაცია, რაც შეიძლება მალე და ეფექტურად მოვამზადო პრეზენტაცია;
  • გავიგე, იმ ოთხი  სლაიდის შესახებ, რომელთა გარეშე პრეზენტაცია არ ჩაითვლება სრულყოფილად;
  • ვნახე ეფექტური დიზაინის ნიმუშები და ჩავინიშნე, რომ ფონი არ უნდა იყოს შავი ან ნაცრისფერი;
  • უკვე ვიცი, რომ სლაიდის დიზაინი და ანიმაცია ერთნაირი უნდა იყოს;
  • გავიგე შრიფტის, სურათების, დიაგრამებისა და ცხრილების შესაბამისობის პრინციპები.
როგორ გამოვიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

  • პირველ რიგში,  მომეცემა საშუალება, შევქმნა კარგი, დახვეწილი პრეზენტაცია;
  • შევძლებ  დავეხმარო მოსწავლეებს ასეთივე მასალის მომზადებაში; 
  •  გაიზრდება ჩემს მიმართ მოსწავლის ნდობის ხარისხი;
  • ვიქნები უფრო თამამი და თავდაჯერებული.

1 comment:

  1. გავეცანი ჩემი მეგობრის მე-7 დღის რეფლექსიას,სადაც ჩამოწერილი აქვს ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალები,რასაც გავეცანით ტრენინგზე.ძალიან მოსაწონია.

    ReplyDelete