ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
რა დამრჩა ტრენინგის ბოლოს?
გავაცნობიერე, რომ აქ ვისწავლი :
კომპიტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
დღის შეფასება:
რას ვისურვებდი მომავალი ტრენინგისათვის?
რა დამრჩა ტრენინგის ბოლოს?
გავაცნობიერე, რომ აქ ვისწავლი :
- ისტ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების მეთოდებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა შეფასებისათვის;
- თუ გონივრულად ვიმუშავებ,შევძლებ პროექტების გამოყენებით მივაღწიო განსაზღვრულ შედეგებს;
- გავიაზრებ, როგორ განუვითარებს პროექტი ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
- შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად (ძირითადად თვითონ გავართვით თავი, ცოტას ტრენერიც წაგვეშველა);
- გავიცანით : პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტების პორტფოლიოები (ვერ ვიტყვი, რომ ადვილია!);
- განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები;
- ყურადღება გავამახვილეთ რეფლექსიის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
- მოდულებზე მუშაობისას ბევრ მასწავლებელთან მომიწევს თანამშრომლობა;
- პროექტებით სწავლებისას გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა(ისინი მიეჩვევიან პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრისათვის აქტივობების თანმიმდევრულობის განსაზღვრას, რესურსების მოძიებასა და ეფექტურად გამოყენებას);
- შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად განათლების სისტემისადმი.
კომპიტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
დღის შეფასება:
- საქმიანი;
- თანამშრომლობითი;
- ხალისიანი (შევეცადეთ მოსალოდნელი რთული აქტივობები იუმორით შეგვემსუბუქებინა).
- კომპეტენტური, საქმის ერთგული და შედეგზე ორიენტირებული;
- ძალიან თბილი, უშუალო (მეტი რაღა გვინდა პედაგოგებს?!)
რას ვისურვებდი მომავალი ტრენინგისათვის?
- გაცნობის მიზნით ვისაუბროთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, გამოვთქვათ მოლოდინები და სურვილები;
- დღის ბოლოს აუცილებლად შევაჯამოთ მუშაობა;
- შესვენებისთვის გავითვალისწინოთ კოფე-ბრეიკი (თუ ინტელი არ ითვალისწინებს, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ);
- ერთად შევქმნათ პროექტი ნიმუშის სახით კონკრეტულ თემაზე.
ხომ დარწმუნდით, რომ ჭორებს მივრცელებენ :)
ReplyDeleteყავის ამბავი სერტიფიკატების გადაცემაზე გადავწყვიტოთ და თითო მსმენელზე 10 ყავა ჩემზე იყოს :)