ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს, კერძოდ :
- გავერკვიე, რას ნიშნავს საავტორო უფლებები;
- რა არ არის დაცული საავტორო უფლებებით;
- როდის არის დაშვებული ავტორის თანხმობისა და ჰონორარის გარეშე ნაწარმოების გამოყენება;
- ვნახე და გავიაზრე ნაწარმოების გამოყენების ლეგიტიმურობის 4 ფაქტორი;
- ვისწავლე, რას ნიშნავს კანონიერად მოპოვებული ნამუშევარი;
- ჩავწვდი მულტიმედიის გამოყენებისათვის მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებსა და ვალდებულებებს.
კითხვები ტრენინგის ბოლოს:
- მჭირდება თუ არა მე, როგორც მასწავლებელს იმ მასალების ცოდნა, რასაც დღეს გავეცანი?
- რამდენად შესაძლებელია მათი დაზეპირება?
- რაში დამეხმარება მათი ცოდნა? სად გამოვიყენებ მას ეფექტურად?
- რას ითხოვს ჩემგან " საავტორო უფლებების ქაოსი"?
ჩემი აზრით :
- "საავტორო უფლებების ქაოსი" ჩემგან ითხოვს მულტიმედიის გამოყენებისას სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებას და ამ უფლებების პატივისცემას;
- საპრეზენტაციო მასალის გაცნობა ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან დღემდე წარმოდგენა არ მქონდა, ინტერნეტში მუშაობის კულტურაზე (ვფიქრობ, რომ წესებისა და კანონების დაცვა შინაგანი კულტურის გამოხატულებაა...);
- ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს ძნელი ამ რეკომენდაციების დაზეპირება, მაგრამ მე არ ვეცდები ამას. სამაგიეროდ, თითოეულ პუნქტს დავუბრუნდები მანამ, სანამ შეგნებულად არ გავიაზრებ მათ;
- და, ბოლოს, ამ ინსტრუქციებს გამოვიყენებ თუნდაც იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო წესებისა და კანონების პატივისცემა და შევაგნებინო, რომ წესები შექმნეს ადამიანებმა და ჩვენ, სხვა ადამიანები ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ისინი, რათა მოვაწესრიგოთ ქაოსი...
ფიქრები ტრენინგის ბოლოს:
- ინტერნეტში მუშაობა სასწავლო პროცესის ეფექტურობის, ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მყარი გარანტია.
- თუ რამე შეგვეშალა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, უნდა გათვალისწინონ, რომ ამ მასალას კომერციული მიზნით არ ვიყენებთ.
No comments:
Post a Comment